ზუსტად ისე გადაიბირეს, როგორც უკრაინაში იანუკოვიჩის დროს ხდებოდა - მიხეილ სააკაშვილი 5 დეპუტატზე

19.05.23 20:15
ზუსტად ისე გადაიბირეს, როგორც უკრაინაში იანუკოვიჩის დროს ხდებოდა - მიხეილ სააკაშვილი 5 დეპუტატზე

"ამ ხუთეულის გადაბირება ზუსტად ისე მოხდა, როგორც უკრაინაში იანუკოვიჩის დროს ხდებოდა ხოლმე ოპოზიციიდან წევრების გაყვანა" -  ასე ეხმიანება საქართველოს მესამე პრეზიდენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევაში, ოპოზიციონერი დეპუტატების მონაწილეობას.

მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, "ეს არის ოლიგარქიული კლასიკა!"

ამ ხუთეულის გადაბირება ზუსტად ისე მოხდა, როგორც უკრაინაში იანუკოვიჩის დროს ხდებოდა ხოლმე ოპოზიციიდან წევრების გაყვანა.

ეს არის ოლიგარქიული კლასიკა! ფაქტია, რომ არცერთი იყო ნაციონალური მოძრაობის წევრი. თავად ნაციონალური მოძრაობა ძალიან აქტიურობს, რაც მახარებს.

ახლა მთავარია მაქსიმალური ერთიანობა, ყველა ძველი წყენის დავიწყება დიდი. საფრთხის წინაშე - ეს არის ქართული სახელმწიფოებრიობის გაქრობის საფრთხე.

მიხარია, რომ საინტერესო ახალგაზრდები გამოჩნდნენ და ძალიან ოპერატიულად მოქმედებენ. საჭიროა ახალი მეთოდები, მოქნილობა, ოპერატიულობა და ბოლომდე მიწოლა, - წერს მიხეილ სააკაშვილი. 

მისი თქმით, ის " უკრაინელ პოლიტიკოსად და მოქალაქედ" და საქართველოს გულშემატკივრად რჩება: 

ამ კედელს მუდმივად უნდა ურტყათ და აუცილებლად გაინგრევა! მე ვრჩები უკრაინელ პოლიტიკოსად და მოქალაქედ, ამავე დროს - საქართველოს გულშემატკივრად. ჩემი მთავარი ამოცანაა უკრაინის გამარჯვება და, რა თქმა უნდა, უკრაინასთან ერთად საქართველოს გამარჯვება"- წერია მიმართვაში.