ჩემი შვილი შეეწირა რუსულ კანონს, თუ საჭირო გახდა დღეს მე შევეწირები - ლაზარეს მამა აქციებს აანონსებს
ჩემი შვილი შეეწირა რუსულ კანონს, თუ საჭირო გახდა დღეს მე შევეწირები - მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა აქციებს აანონსებს.
ბექა გრიგორიადისის თქმით, პირველი სერიოზული აქცია 26 მაისის შემდეგ გაიმართება.
"სიმართლეს გაუმარჯოს, ხალხს მობეზრდა ეს წადი-მოდი, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ - ან ეს რუსული რეჟიმი, ან ჩვენ, ის 90%, ვისაც ევროპა გვინდა.
არ მივხემ იმის საშუალებას, რომ ჩემი შვილი გაამწარონ"- განაცხადა მან.