ლავროვის სანქცირებული შვილის მაზლის ქორწილი საქართველოში - როგორ აღმოჩნდნენ ეს ადამიანები საქართველოში?
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სანქცირებული შვილის მაზლის ქორწილი საქართველოში - როგორ აღმოჩნდნენ ეს ადამიანები საქართველოში?
"ქართული ოცნების" ლიდერი გაექცა "პირველების" ჟურნალისტის კითხვას როგორ აღმოჩნდნენ თბილისში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ოჯახის სანქცირებული წევრები და მათი ახლო ნათესავები.
"პირველების" ინფორმაციით, სერგი ლავროვის სიძის ძმა კახეთში ქორწილს იხდის, ხელმოწერა თბილისში, ქორწინების სასახლეში დღეს შედგა
დიდი წვეულება კი რუსეთიდან ჩამოსული სტუმრების მონაწილეობით, ხვალ კახეთში იგეგმება.