პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე "ხარება" გამოჩნდა
"პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე "ხარება" გამოჩნდა.
პროტესტის ეპიცენტრში "ხარება" რამდენიმე წუთის წინ დააფიქსირეს.
48 წლის ზვიად ხარატიშვილი "ქართული ოცნების“ სადამსჯელო რაზმის მეთაური და ვახტანგ გომელაურის ნდობით აღჭურვილი პირია.
9 მარის ღამეს, ანტირუსული აქციის მონაწილეები მისი მეთაურობით სასტიკად დაარბიეს.
ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის უკანა შესასვლელთან გადაინაცვლეს, ისინი შს მინისტრისთვის „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობას გეგმავენ.
"პირველების" კამერამ ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლების მობილიზება გადაიღო.
შენიშვნა: ფოტო - არქივიდან!