ლავროვის გვარით სტუმარი არ ფიქსირდება - ყვარლის ტბა
ლავროვის შვილის სტუმრობა არ შეესაბამება სიმართლეს - ამის შესახებ "ყვარლის ტბის" განცხადებაშია საუბარი. კომპლექსის მტკიცებით, ლავროვის გვარით სტუმარი არ გვიფიქსირდება.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ქალიშვილი, ეკატერინა ქმრის, ალექსანდრ ვინოკუროვის გვარზეა. აღსანიშნავია, რომ ეკატერინა ლავროვა და მისი ქმარი სანქცირებულია.
გვსურს გამოვეხმაუროთ დეზინფორმაციას, რომელიც მედიაში ვრცელდება!
ვაცხადებთ, რომ ლავროვის შვილის სტუმრობა ყვარლის ტბაზე არ შეესაბამება სიმართლეს, არც ლავროვის გვარით გვიფიქსირდება სტუმარი და არც აქამდე დაფიქსირებულა.
სამწუხაროდ მედიის საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს!, - წერს სასტუმრო.