გაუგებარი და შემაშფოთებელია, "ოცნების" მიერ სანქცირებული თვითმფრინავებისთვის ქართული ცის გახსნა - არახამია

20.05.23 10:44
გაუგებარი და შემაშფოთებელია, "ოცნების" მიერ სანქცირებული თვითმფრინავებისთვის ქართული ცის გახსნა - არახამია

დიდი შვიდეულის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება დააანონსეს. მსოფლიოს ლიდერებმა შეთანხმებას იმ დროს მიაღიწიეს, როცა ქართულ ცაზე რუსული ავიახომალდი გამოჩნდა.  იაპონიაში გამართულ სამიტზე, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ კონტროლსს გააძლიერებენ იმ ქვეყნებზეც, რომლებიც აგროსორ რუსეთს, სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარებიან. 

ეს სიტყვები სიგნალია დავით არახამიასთვის. უკრაინის მთავრობის ქართველი მაღალჩინოსანი, ფიქრობს რომ პირდაპირი ფრენების აღდგენა რუსეთთან შემაშფოთებელია. პარტია "ხალხის მსახური", გაუგებარს უწოდებს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობა მხოლოდ მიესალმებაა ოკუპანტ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას.

არახამიამ ასევე მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს გუშინდელი პროტესტისთვის.

დიდი შვიდეულის შეთანხმების თანახმად, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება, ასევე, იმ ქვეყნებზე კონტროლის გაძლიერება, რომლებიც რუსეთს დასავლური სანქციების თავის არიდებაში ეხმარებიან, სრულიად გაუგებარს ხდის საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას რუსული სანქცირებული თვითმფრინავებისთვის ქართული ცის გახსნასნასთან დაკავშირებით.
თბილისში საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ რუსული ავიაკომპანია ,,აზიმუტის" თვითმფრინავი დაეშვა. ხვალ კი სხვა საეჭვო რეპუტაციის მქონე რუსული კომპანია შეასრულებს რეისს. 
რაც ყველაზე შემაშფოთებელია, ოკუპანტის ზრახვებთან თანამშრომლობაში თანხმობას გამოთქვამს ,,ჯორჯიან ეარვეისი", რომელსაც მგზავრები დასავლეთის ქვეყნებშიც გადაყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ დარტყმის ქვეშ დგება, როგორც ქართული სახელმწიფოს ინტერესები, ასევე, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებიც. 
სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით, სრულიად გასაგებია თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხის პროტესტი ეროვნულ ინტერესების დაცვის საქმეში.
დიდი მადლობა თქვენ, საქართველოს ეროვნული პოლიტიკის მცველებო".- წერს არახამია.