სერგეი ლავროვის სანქცირებულ ოჯახს პოლიცია იცავს - სასტუმრო "ყვარლის ტბა" სამართალდამცველების ალყაშია

20.05.23 11:00
სერგეი ლავროვის სანქცირებულ ოჯახს პოლიცია იცავს - სასტუმრო "ყვარლის ტბა" სამართალდამცველების ალყაშია

სერგეი ლავროვის სანქცირებულ ოჯახს პოლიცია იცავს. სასტუმრო ყვარლის ტბა სამართალდამცველების ალყაშია მოქცეული. 

პოლიციელები ამბობენ, რომ "ქორწილში არიან". სასტუმროს ადმინისტაცია ამბობს, რომ დღეს რესტორანი და სასტუმრო დახურულია და სტუმრებს ვერ იღებენ.

დასავლეთის შავ სიაში შეყვანილი პირები საქართველოში ისვენებენ. დასვენებამდე იყო ქორწილი ყვარლის ტბაზე, რუსი სტუმრებით. ლავროვის ქალიშვილის მაზლმა ცოლის შერთვა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას დაუმთხვია.  რუსეთიდან საქართველოში ჩამოფრენილ ლავროვის ოჯახს, სასტუმრო სრულად აქვთ დაჯავშნილი. ქართულ კერძებს აგემოვნებენ, ქართულ ღვინოს სვამენ და ქართველები ემსახურებიან. კახეთში, ამ წუთებშიიც, მინიმუმ ორი სანქიცირებული პირი ისვენებს, ორიდან ერთი სიძის ძმაა. 

სასტუმრო სადაც ლავროვის ქალიშვილის ოჯახი ქორწილს იხდის, ბიზნესმენ არჩილ გეგენავას და მის ძმას ეკუთვნით.