"ყვარლის ტბის" ადმინისტრაციამ დაგვიდასტურა, რომ სასტუმროში სერგეი ლავროვის სანქცირებული ოჯახი იმყოფება - მელია

20.05.23 11:14
 "ყვარლის ტბის" ადმინისტრაციამ დაგვიდასტურა, რომ სასტუმროში სერგეი ლავროვის სანქცირებული ოჯახი იმყოფება - მელია

ნიკა მელია ამბობს, რომ "ყვარლის ტბის" ადმინისტრაციაში დაუდასტურეს, რომ იქ მართლაც იმყოფება სერგეი ლავროვის სანქცირებული ოჯახი.

მელია ამბობს, რომ წარმოუდგენელია, რომ მათი სტუმრება ქართულ ხელისუფლებასტან შეთანხმების გარეშე მომხდარიყო.

დილის 5 საათისთვის ჩვენ მეგობრებთან ერთად მოვახერხეთ სასტუმრომდე მისვლა, მანამ, სანამ პოლიციის მობილიზება მოხდებოდა და სასტუმროს ადმინისტრაციამ დაგვიდასტურა.

პუტინის გარემოცვა აქ აპირებენ ტაშფანდურს. ბავშვსაც ვერავინ დააჯერებს, რომ შეთანხმების გარეშე ხდება ის, რაც ხდება.

მთელი აღმოსავლეთ საქართელოს სპეცსამსახურები აქ არიან და უზრუნველყოფენ, რომ ქორწილი ჩატარდეს. ჩვენ კიდევ უნდა ვუზრუნველყოთ, რომ ქორწილი არ ჩატარდეს".- ამბობს ნიკა მელია.

სერგეი ლავროვის სანქცირებულ ოჯახს პოლიცია იცავს. სასტუმრო ყვარლის ტბა სამართალდამცველების ალყაშია მოქცეული.