"დებილი ხარ?... დაგვანებეთ თავი" - რუსეთის მიმართულებით პირველი ავიარეისი შესრულებულია
თბილისი-მოსკოვი - რუსეთის მიმართულებით პირველი ავიარეისი შესრულებულია. "ჯორჯიან ეარვეისის" ბორტით თბილისისიდან ვნუკოვოს აეროპორტში 85 მგზვარი გაფრინდა. ოკუპანტ ქვეყანაში უმოკლესი გზით გაფრენა, ქართველებმაც არჩიეს, თუმცა საჯაროდ კომენტარის გაკეთება ეუხერხულებოდათ, ზოგიერთი კი დასმულმა კითხვამ გააღიზიანა.
"დაგვანებეთ თავი, არ ვაკეთებთ კომენტარს. "დებილი ხარ თუ რა?" - იყო ქართველი მგზავრების პასუხი.
რაც შეეხება რუს მგზავრებს, ისინი მოხარულები არიან ფრენების აღდგენით და ამბობენ, რომ ეს ცხოვრებას გაუმარტივებთ.
მოსკოვში დაშვებული ქართული თვითმფრინავი, ცოტა ხანში უკან ახალი მგზავრებით გამოემართება. ჯორჯიან ეარვეისი ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქში ყოველდღიურად ფრენას გეგმავს.