"ვერანაირი "ხარებები" ვერ შეგვაჩერებენ" - თბილისში ანტირუსული აქციისთვის ემზადებიან

20.05.23 12:24
"ვერანაირი "ხარებები" ვერ შეგვაჩერებენ" - თბილისში ანტირუსული აქციისთვის ემზადებიან

თბილისში ანტირუსული აქციისთვის ემზადებიან. დედაქალაქის დროით ზუსტად ექვს საათზე მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე ელოდებიან. ბანერებით, საყვირებით და მკაფიო მესიჯებიით, ქუჩაში იდგებიან სტუდენტებიც.  

ევროკავშირში რუსული თვითმფირნავი არ ჯდება - ლოზუნგი უცვლელი რჩება.

ადამიანები, რომლებიც დღეს რუსთაველზე დგომას აპირებენ, ამბობენ, რომ ვერანაირი "ხარებები" ვერ შეაჩერებენ და ხელისუფლებას წითელ ხაზს ვერ გადააკვეთინებენ.

რუსეთი არის ის თემა, რომელზეც ქართული საზოგადოება არის ერთიანობა, ამიტომაც ვერანაირი "ხარებები" ვერ შეაჩერებენ ქართული საზოგადოების ერთიანობას. წითელ ხაზს ვერ გადაკვეთავს ხელისუფლება, როცა რუსებს ეხება საქმე. ვერ გაგვარუსებენ".

საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ამბობენ, რომ საქართველოშ ლავროვების ქეიფს არ დაუშვებენ, ამიტომაც საზოგადოებას დღეს დედაქალაქის მთავარ გამზირზე აგსვლისკენ მოუწოდებენ.

დღეს მართლაც არის წყალგამყოფი. ხვალ და ზეგ კიდევ და კიდევ უარესს უნდა ველოდოთ. რკინიგზა იქნება ეს თუ ლავროვების ქეიფები. ვფიქრობ, რომ ეს ყველამ ერთად უნდა გავიაზროთ და ამ აქციებზე ერთად უნდა დავდგეთ. რაც არ უნდა წინააღმდეგობა შეგხვდეს, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ქვეყნის გადასარჩენად".