ხმაური და კვერცხების სროლა ყვარელში - ლავროვის ოჯახის წევრის ქორწილი პროტესტის თანხლებით ჩაივლის

20.05.23 13:08
ხმაური და კვერცხების სროლა ყვარელში - ლავროვის ოჯახის წევრის ქორწილი პროტესტის თანხლებით ჩაივლის

ყვარლის ტერიტორიაზე სიგნალების ჩამხშობი მოწყობილობები აამუშავეს. ლავროვის სანქცირებული ოჯახის დასაცავად კახეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს ასობით თანამშორმელი ჩაიყვანეს. 

სანქცირებული რუსების ქორწილს, ქართული სპეცრაზმი დაიცავს. რუსული ქორწილი, ქართული სუფრით, პროტესტის თანხლებით ჩაივლის.

ადგილზე შეკრებილები არიან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და სტუდენტები, რომლებიც ფაქტის გასაპროტესტებლად ჩავიდნენ ყვარელში.

ისინი ამბობენ, რომ ლავროვის სანქცირებული ოჯახის წევრებს ქორწილს არ ჩაატარებინებენ.

აქტივისტებმა კვერცხები დაუშინეს იმ სამარშრუტო ტაქსს, რომელმაც სასტუმროდან, სავარაუდოდ, რუსეთიდან ჩამოსული ქორწილის სტუმრები გაიყვანეს.