რატომ არ ახდენთ რეაგირებას? - ბეჟაშვილის კითხვით თავდახრილი და დადუმებული პოლიცია
რატომ არ ახდენთ რეაგირებას? -კითხვაზე, ყვარელში, ლავროვის ოჯახის წევრის ქორწილის გასაპროტესტებლად ჩასულ ენმ-ს წევრს, ლევან ბეჟაშვილი პოლიცია თავდახრით და დუმილით პასუხობს
მილიონობით ადამიანი შეურაცხყოფილია იმით, რაც ხდება დღეს საქართველოში და რაც ხდება ახლა აქ, ამ წუთას. ესენი, ხომ არ არიან ჩეულებრივი ტურისტები. ვაპროტესტებთ იმას, რომ ლავროვის ოჯახის წევრების ქორწილი და ღრეობა ხდება. საქართველოს კანონმდებლობა ირღვევა. მარტო ჩვენზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები? მათზეც ხომ ვრცელდება? ოკუპანტებზე ხომ ვრცელდება. რატომ არ ახდენთ რეაგირებას? - უთხრა ბეჟაშვილმა პოლიციელებს.
ადგილზე ცოტა ხნის წინ დაძაბული ვიტარება იყო. დაკავეს პროტესტსი მონაწილე 10-მდე მშვიდობიანი მოქალაქე. ასევე "ტვ პირველის" ოპერატორს ჩამოართვეს ტელეფონი, რომლითაც პირდაპირ ჩართვას ახორციელებდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახი კახეთში გრანდიოზული ქორწილისთვის ემზადება. ქორწილი ლავროვის სიძის, ალექსანდრე ვინოკუროვის ძმას ექნება.