ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის პირველი თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა - რუსული მედია

20.05.23 13:57
ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის პირველი თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა - რუსული მედია

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის პირველი თვითმფრინავი, რომელმაც ოთხწლიანი პაუზის შემდეგ თბილისი-მოსკოვი პირდაპირი რეისი შეასრულა, ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი 19 მაისს, 13:00 საათისთვის დაჯდა, რომელმაც 2019 წლის შემდეგ საქართველოში პირველი პირდაპირი ავიარეისი შეასრულა.