პროტესტი ლავროვის ოჯახის წევრის ქორწილს - ცნობილია, აქციაზე დაკავებულია ენმ-ს წევრების ვინაობა
პროტესტი ლავროვის ოჯახის წევრის ქორწილს - აქციაზე დაკავებულია ენმ-ს წევრების ვინაობის შესახებ პარტიის თავმდომარე სოციალურ ქსელში იტყობინება .
ლევან ხაბეიშვილი საქართელოს ხელისუფლებას აფრთხილებს, ნუ ცდიან ხალხის მოთმინებას.
ყვარელში პროტესტის დროს - დაკავებულია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი- დიმიტრი ჩიქოვანი, საგარეჯოს საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან დავით დიღმელაშვილი, გურჯანის საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან რამაზ ქერეჭაშვილი, ყვარელის საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ნიკა ღონიაშვილი, ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი ტიტე გედენიძე.
ენმ-ის წევრები : გიორგი და ალიკა მირაქოვები, ბექა პაპაშვილი, ლაშა ხუსკივაძე, გიორგი გეწაძე, და ნიკა ნარსია. ასევე, დაკავებულები არიან ენმ-ის სხვა წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები - დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ ანტიპუტინისტური აქციის მონაწილეები.
ქართველი ხალხის ნება არის ძალიან მარტივი და გასაგები, ჩვენ გვინდა გვქონდეს სახელმწიფო, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, სახელმწიფო, რომელიც მოემსახურება ჩვენი ერის იდენტობის დაცვას და პროგრესს.
წლების მანძლზე, რუსეთის იმპერიალისტური ზრახვების განხორცილებისთვის სამსახურში მრავალი ადამიანი ყოფილა. მათგან ერთ-ერთი გამორჩეული ნამდვილად არის აგერ უკვე 2 ათწლეულის განმავლობაში რუსეთის საგარეო მინისტრი - სერგეი ლავროვი.
ლავროვი, რომელიც მინიმუმ ამ ბოლო 20 წლის განმავლობაში, დაკავებულია მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმის შემზადებით, მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის შელახვით და დამოუკიდებელი ქვეეყნების, მათ შორის, საქართველოს და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის, ანექსიის პოლიტიკის გატარებით.
სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოს ტერიტორიაზე მიღება არის როგორც მორალური, ისე სამართლებრივი აბსურდი და ქვეყნის ღალატი, რადგან ეს ადამიანები არათუ არ აღიარებენ, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანაობას, არამედ მათი სამსახურია საქართველოს, უკრაინის და სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის შელახვა და ოკუპაცია.
ქართველი ხალხი აპროტესტებს საკუთარი ქვეყნის შურაცხყოფას და საკუთარი იდენტობის, ისტორიის, მომავლის გაქრობის მცდელობას.
ნუ ცდით ქართველი ხალხის მოთმინებას, ისწავლეთ რამე 7-10 მარტის მოვლენებისგან.
ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე".- წერს ხაბეიშვილი.