როგორ მოაწერა ხელი ლავროვის ნათესავმა თბილისში? - ქორწინების სახლის განმარტება
სერგეი ლავროვის სანქცირებულმა ოჯახმა, თბილისში ქორწილი ორი თვით ადრე დაგეგმა. თადარიგი წინასწარ დაიჭირეს და ქორწინების სახლში რიგში ჩადგნენ. ქორწინება, რუსული პასპორტებით დაარეგისტრირეს.
ლავროვის სანქცირებული შვილის მაზლმა და მისმა ცოლმა ოფიციალურად ქორწინება უზნაძის ქუჩაზე გააფორმეს.
ქორწინების სახლის მენეჯერი ამბობს, რომ მათ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ, რომ სანქცირებულ რუს მოქალაქეებს აქორწინებდნენ.
"რასაკვირველია, არ ვიცოდით ვის ქორწინებას ვაფორმებდით. რუსულს პასპორტს ბევრი წარადგენს ხოლმე, მათ შორის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ქართველები და უკრაინელებიც. ასე რომ რუსული პასპორტი მგონი დისკრიმინაცია არ არის. ქორწინების რეგისტრაციამდე საჭიროა მოგვმართოთ მაქსიმუმ, ორი თვით ადრე. მათ დოკუმენტაცია სრულყოფილად წარმოადგინეს და შესაბამისად, უარის თქმის საფუძველი არ არსებობდა. პლიუს, ჩვენ არ ვიცოდით ვინ იყვნენ. ქორწინება დახურული არ იყო, შეგიძლიათ ამოიღოთ კამერების ჩანაწერებიც. პირადი დაცვა, ან ვინმე მსგავსი არ ახლდათ. იყვნენ, როგორც რიგითი მოქალაქეები". - ამბობენ ქორწინების სახლში.
როგორ მოხვდნენ საქართველოში სიძე-პატარძალი და მათი სანქცირებული ნათესავები პირდაპირი ფრენების აღდგენამდე რამდენიმე დღით ადრე? - არსებობს ვარაუდი, რომ მოსკოვიდან თბილისში ბორტი სპეც-რეისით გამოფრინდა.