ყვარლის ტბის სასტუმროს ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე 16 პირია დაკავებული - შსს

20.05.23 15:45
ყვარლის ტბის სასტუმროს ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე 16 პირია დაკავებული - შსს

ყვარლის ტბის სასტუმროს ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე 16 პირია დაკავებული - ამის შესახებ შსს-ში "ტვ პირველს" განუცხადა. 

ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.

შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები ყვარელში, ლავროვის სანქცირებული ოჯახის წევრების ყოფნას და ქორწილს აპროტესტებენ.