ქართველებს ესმით, რომ მათი მთავრობის პოლიტიკა რუსეთზე დამოკიდებულებას გამოიწვევს - როიტენი
ევროპარლამენტარი ტეის როიტენი რუსეთთან ფრენებს ტვიტერზე ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკა რუსეთზე დამოკიდებულებას გამოიწვევს.
ქართველ ხალხს ძალიან კარგად ესმის, რომ მათი მთავრობის პოლიტიკა საბოლოოდ გამოიწვევს პუტინის რუსეთზე დამოკიდებულებას და მსხვერპლად წირავს თავისუფლების მძიმე ბრძოლას. #არარუსულფრენებსჩვენ ვხედავთ, თქვენს ძლიერ ნებას, გახდეთ ჩვენი ღირებულებების ნაწილი. საქართველო ევროპაა".- წერს ევროპარლამენტარი.
დღეს, Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. გუშინ, რუსული ავიაკომპანიის მიერ შესრულებულ პირველ ფრენას პროტესტი მოყვა - მოქალაქეებმა რუსეთთან ფრენები ჯერ აეროპორტთან, შემდეგ კი პარლამენტთან გააპროტესტეს.