ქორწილი აღარ ჩატარდება - პრეზიდენტი ლავროვის ოჯახზე

20.05.23 17:05
ქორწილი აღარ ჩატარდება - პრეზიდენტი ლავროვის ოჯახზე

გომელაურისგან მივიღე პირობა, რომ ლავროვის ოჯახის წევრის ქორწილი აღარ გაიმართება - ამის შესახებ საქართელოს პრეზიდენტმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

ზურაბიშვილის თქმით, მისი ინფორმაციით, რუსულმა სანქცირებულმა ოჯახმა უკვე დატოვა საქართველო.

დღევანდელ ინციდენტზე მივიღე პირობა შს მინისტრისგან, რომ ის ოჯახი, ის ადამიანები, რომლებიც აპირებდნენ ქორწილის გადახდას, წასულები არიან და ქორწილი აღარ ჩატარდება დღეს. ეს არის საზოგადოების ერთგვარი გამარჯვება როგორც თავის დროზე იყო გავრილოვის ამ ქვეყნიდან გასვლა, მაგრამ, ეს არის ერთი ინციდენტი და ამით არ იხსნება პრობლემა, მინდა მივმართო ხელისუფლებას, არ შეიძლება ასე ეთამაშოთ თქვენს ხალხს" - განაცხადა პრეზიდენტმა.