ვერ დავუშვებ კობახიძემ ქართველ ხალხს ქსენოფობობა დასწამოს - ზურაბიშვილი
ვერ დავუშვებ კობახიძემ ქართველ ხალხს ქსენოფობობა დასწამოს - ასე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილი
"ოცნების" თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას, რომელმაც ქართველი ხალხი ქსენოფობიაში დაადანაშაულა.
"ეს განცხადებები რაც მოვისმინე მე დღეს ბატონი კობახიძისგან და არ მჩვევია რაღაც განცხადებებზე პასუხი და პინგ პონგი, მაგრამ, ვერ დავუშვებ რომ ბატონი კობახიძე თავს ნებას აძლევდეს, რომ საქართველოს ხალზე, რომელმაც არაჩვეულებრივი ტოლერანტობის ახალი მაგალითი მისცა მსოფლიოს, როცა წელიწადზე თითქმის ნახევარი არის, ღებულობს ოკუპანტი ქვეყნიდან მიგრანტებს, 70 ათასს თუ 80 ათასს, ისე, რომ არც ერთი ინციდენტი არ მომხდარა არ მივცემ მას უფლებას, ამ ხალხზე, რომელმაც საუკუნეები გაიარა ისე, რომ არავინ არ დაგვწამა ქსენოფობია, მან დაიწყოს ამაზე საუბარი, მითუმეტეს, როცა ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს არის ჩვეულებრივი თემას რუსეთის, რომ ვითომც თავის მოქალაქეების დასაცავად, შედის სხვადასხვა ქვეყნებში, თუ ბატონი კობახიძე ამის გამზადებას ცდილობს, მე მგონი, რომ ჩვენ არ დავუშვებთ ამას". - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.