ვაწესებ ბოიკოტს "აირზენაზე" - ზურაბიშვილი

20.05.23 17:46
ვაწესებ ბოიკოტს "აირზენაზე" - ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი "აირზენას" ბოიკოტს უცხადებს - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

"მე ჩემთვის ვაწესებ ბოიკოტს "აირზენაზე", რომელიც სულ სარგებლობს ამ სახელმწიფოთი, რომ გამდიდრდეს. ასე იყო ყველა ხელისუფლების დროს, გაგრძელდა კოვიდის დროს და ახლა უნდა ისარგებლოს ამ ახალი რეალობით, რომელიც მიუღებელი ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის. მე ასევე თავს შევიკავებ ბორტის გამოყენებისგან, სანამ ის "აირზენას" ხელში იქნება, რომ კიდევ ამით არ გავამდიდროთ ის კომპანია, რომელიც ფულისთვის ყველაფრისთვის მზადაა და ვნახეთ მისი ხელმძღვანელის გახარებული განცხადებები"- განაცხადა პრეზიდენტმა.