ადვოკატებს დაკავებულ აქტივისტებთან არ უშვებენ

20.05.23 18:34
ადვოკატებს დაკავებულ აქტივისტებთან არ უშვებენ

ყვარელში ადვოკატებს დაკავებულ აქტივისტებთან არ უშვებენ - დღეს ყვარელში მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ 10-ზე მეტი სამოქალაქო აქტივისტი დააკავა. დაკავებულები გადაყვანილნი არიან თელავის პოლიციის შენობასთან.

Პოლიცია ადვოკატებს არ აძლევს შესაძლებლობას, მოინახულონ დაკავებულები. 

მესამე სექტორი პირდაპირ ამბობს, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების მიმართ ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტები ჩანს.

საიას ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაციების ადვოკატები დაკავებული პირების უფლებების დასაცავად პოლიციის შენობასთან იმყოფებიან, თუმცა, მათ უკანონოდ ეშლებათ ხელი დაცვის ქვეშ მყოფი პირების უფლებების დაცვაში.

განცხადების თანახმად, იმ დროს, როდესაც საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს იურისტი ორი საათის განმავლობაში ელოდებოდა დაკავებულთან შეხვედრას, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, გიორგი კლიმიაშვილმა მას იძულებით დაატოვებინა პოლიციის შენობა.

განცხადების თანახმად, ამ დროისათვის ადვოკატებისათვის უცნობია, რა მდგომარეობაში იმყოფებიან დაკავებული აქტივისტები. Დაკავებულების უფლებები განგრძობითად ირღვევა.

NGO-ები Საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოს მიმართავენ: დაუყოვნებლივ მისცენ ადვოკატებს დაკავებულებთან შეხვედრის შესაძლებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ქმედება აღქმული იქნება დაკავებულების დაცვის უფლების შეზღუდვად;

განცხადების ავტორების ადრესატია Საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაც - ხელმომწერები ითხოვენ, გამოეხმაუროს ადვოკატების საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებს.

განცხადება სრულად ნახეთ აქ