რუსული გეგმა - "საბოტაჟი საქართველოს ინტეგრაციას" საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინაციით ხორციელდება"- ნინო ლომჯარია
როგორ ჩანს, პუტინის ხელისუფლებამ იგრძნო, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია ძალიან რეალურის და დაიწყეს "სპეცოპერაცია" სახელით- საბოტაჟი საქართველოს ინტეგრაციას - ამის შესახებ "ტვ პირველს" ყოფილმა სახალხო დამცველმა განუცხადა.
ნინო ლომჯარია რუსთაველის გამზირზე მივიდა, სადაც აქცია - "რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ დაფრინავს!" იწყება.
მისი შეფასებით, რუსული გეგმა საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად კოორდინაციით ხირციელდება.
მე არ გამოვსულვარ ქუჩაში მხოლოდ ერთი კონკრეტული ფაქტის გასაპროტესტებლად, იმიტომ რომ სურათი უფრო ფართოდ უნდა დავინახოთ. როგორ ჩანს, პუტინის ხელისუფლებამ იგრძნო, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია არის ძალიან რეალური და არ არის შორს ის დრო, როდესაც ჩვენ უნდა მივიღოთ სტატუსი და მათ დაიწყეს "სპეცოპერაცია" სახელით- საბოტაჟი საქართველოს ინტეგრაციას.
რუსული კანონი ეს იყო პირველი ნაბიჯი, ამ მიმართულებით და ამ პარლამენტმა და ხელისუფლებაში მყოფმა უმრავლესობამ ხმა დაუჭირა კანონპროექტს, რომლის ძალითაც დღეს ჩვენთან შეწყვეტილი უნდა ყოფილიყო ყველანაირი დასავლური დაფინანსება ქართული ეკონომიკის, დემოკრატიული ინსტიტუტების, მედიის, სამოქალაქო სექტორის და შემდეგი ნაბიჯი როგორც ჩანს იყო ეკონომიკური დამოკიდებულების და მიჯაჭვულობის კიდევ უფრო გაძლიერება და სამომავლოდაც აუცილებლად იქნება გარკვეული ნაბიჯები ამისკენ.
რეალურად მე ვხედავ იმას, რომ ეს გეგმა ხორციელდება საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად კოორდინაციით და ვხედავ იმას რომ ხდება სინამდვილეში რუსეთზე დამოკიდებულების ზრდა.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ რეალურად მართლა ვკარგავთ სუვერენიტეტს, იმიტომ რომ გადაწყვეტილებები არ მიიღე ხალხის ნების განწყობებისა და სურვილების შესაბამისად, არამედ მიიღება იმის მიხედვით თუ რა უნდა რუსეთს და რა გაახარებს მას. ამიტომ ამის გასაპროტესტებლად ვარ გამოსული და მიმაჩნია, რომ ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი დრო. მთელი წელი ასე იქნება დარწმუნებული ვარ და სადაც არ უნდა იყოს პროტესტი, სად შემიძლია ჩემი სიტყვა ვთქვა, ნებისმიერ გარემოებაში და ვითარებაში ვიდგები იქ.