სერგეი ლავროვის ოჯახის დროსტარება საქართველოში - ექსკლუზიური კადრები

20.05.23 20:41
სერგეი ლავროვის ოჯახის დროსტარება საქართველოში - ექსკლუზიური კადრები

როგორ აღმოჩნდნენ საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სანქცირებული შვილი, სიძე და მათი ახლო გარემოცვა? - "შაბათის ეთერისთვის" ცნობილი ხდება, რომ რუსული ტური საქართველოში ლავროვის სიძის ძმის ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე დაიგეგმა. 

"ნოდარ მელაძის შაბათი" სერგეი ლავროვის ნათესავების საქართველოში გადაღებულ ექსკლუზიურ კადრებს ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ რუსი მაღალჩინოსნის ოჯახის წევრები საქართველოს მასშტაბით გადაადგილდებიან და დროს ატარებენ. 

"მელაძის შაბათისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, ვიზიტის შესახებ ინფორმირებული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილმა კი ამ ადამიანებზე მეთვალყურეობა თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს დაავალა. 

ყაზბეგი, კახეთი, თბილისი, ორბელიანების სასახლე - ეს ის მარშრუტია, რომელიც ლავროვის ახლობლებმა საქართველოში დაგეგმეს და განახორციელეს.