აქციის მონაწილეების ულტიმატუმი "ოცნებას" - გააუქმეთ რუსეთთან ფრენები, გათავისუფლეთ დაკავებულები
აქციის მონაწილეების ულტიმატუმი ხელისუფლებას - რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქტივისტები რუსეთთან პირდაპირი ფრენების გაუქმებას და ყვარელში საპროტესტო აქციაზე დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები "ქართულ ოცნებას" 1-საათიან ვადას აძლევენ. თუ მოთხოვნები 22:00 საათამდე არ შესრულდება, აქციის ორგანიზატორები სამოქმედო გეგმას გაახმოვანებენ.