წავიდნენ თუ არა ლავროვის ოჯახის წევრები? - ხაბეიშვილი სასტუმრო “ყვარლის ტბის" ტერიტორიაზე გენერლების შეშვებას ითხოვს
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სასტუმრო “ყვარლის ტბის" ტერიტორიაზე გენერლების დევი ჭანკოტაძისა და თემურ ჯანაშიას შეშვებას ითხოვს.
როგორც ყვარელში ჩასულმა ხაბეიშვილმა სამართალდამცავებს უთხრა, გებერლები გაარკვევენ რეალურად დატოვეს თუ არა სასტუმროს ტერიტორია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახის წევრებმა.
ორ გენერალზე გეუბნებით, დღეს ხომ ნახეთ, რომ საზოგადოებრივი მაღალი ინტერესია. მძიმეა, როცა ანწუხელიძის, ოთხოზორიას მკვლელებს მასპინძლობენ”, - მიმართა პოლიციას ხაბეიშვილმა.
ენმ-ს თავმჯდომარის მოთხოვნის საპასუხოდ სამხარეო პოლიციის უფროსმა თქვა, რომ სასტუმრო კერძო საკუთრება. სასტუმროს მეპატრონეები კი ამ შეთავაზებას არ თანხმდებიან:
ვკითხეთ სასტუმროს მეპატრონეებს, უსაფრთხოების წარმომადგენლებს, რომლებმაც თქვეს რომ თუ ის ორი კონკრეტული პიროვნება არის აქ, ჯავშანი აქვთ, ან ვინმესთან სტუმრად არიან, მაგ შემთხვევაში, კი ბატონო, ჩვენ თვითონ ჩამოვალთ და წამოვიყვანთო”