გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ენმ-ს წევრი, დიმიტრი ჩიქოვანი სცემა - ლიდერები იზოლატორთან იკრიბებიან
სიღნაღის წინასწარი დაკავების იზოლატორთან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები იკრიბებიან - მიზეზი გავრცელებული ინფორმაციაა, რომლის მიხედვითაც, პოლიცია ენმ-ს წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს ფიზიკურად დაუპირისპირდა.
დიმიტრი ჩიქოვანს და სხვა დაკავებულებს "გამჭვირვალობა საქართველოს" იურისტი, თეონა ზირაქაშვილი მოინახულებს და დეტალებს ადგილზე გაარკვევს.