რის სანაცვლოდ მისცეს ხმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სასამართლო კლანის გაძლიერებას
ფული, პრივილეგიები თუ პოლიტიკური კაპიტულაცია? - რის სანაცვლოდ მისცეს ხმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სასამართლო კლანის გაძლიერებას.
იყო თუ არა ნატო ჩხაიძის გადაწყვეტილების საბაბი მრავალმილიონიანი ქონებრივი დავა ყოფილ ქმართან და "მთავარი არხის" წილზე, რომელსაც მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლო განიხილავს?
ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე და დილარ ხაბულიანი "ქართულ ოცნებასთან" გარიგებას კატეგორიულად უაყოფენ.
"ნაციონალური მოძრაობის" სიით გასული დეპუტატი, ნიკა მაჭუტაძე "შაბათის ეთერის" კითხვებს არ პასუხობს. პარლამენტის დეპუტატი პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" თავმჯდომარეა, ამ პარტიის პოლიტიკურ საბჭოს ნატო ჩხეიძეს ხელმძღვანელობს, საბჭოშია ნატო ჩხეიძის ძმა, როსტომ ჩხეიძე. ერთი პარტიის სამი წევრი პარლამენტში ენმ-ს სიით მოხვდა.
სამივე საერთო ოპოზიციური გადაწყვეტილების წინააღმდეგ წავიდა და იუსტიციის უმაღლესს საბჭოს იმ არამოსამართლე წევრებს დაუჭირა მხარი, რომელიც მურუსიძე ჩინჩალაძის კლანის გაძლიერებას ემსახურებოდა და ქართული ოცნების ინტერესში შედიოდა.
ნატო ჩხეიძე ადასტურებს, რომ მისი ქონებრივი დავა ყოფილ მეუღლესთან, ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილთან ახლა სასამართლოს პირველ ინსტანციაში განხილვის ეტაპზეა. ზაზა ოქუაშვილი, ფლობს "მთავარი არხის წილის 40 %. დეპუტატი არ მალავს, რომ დავის საგანი კრიტიკული ტელევიზიის წილიცაა. ჩხეიძე სასამართლოში "მთავარი არხის" ოცი პროცენტისას მის საკუთრებაში გადასვლას ითხოვს.
დისგან განსხვავებით ინტერვიუს არ დათანხმდა როსტომ ჩხეიძე. საპარლამენტო კულუარებში ამბობენ, რომ ნაციონალური მოძრაობის სიით პარლამენტში გასული, ხუთი დეპუტატი ახლა პოლიტიკური ჯგუფის შექმნას აპირებს, "ოცნება" კი ამას მწვანე შუქს აუნთებს.
ამასთან "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, პარლამენტარ ქარდავასთან შეთანხმებას "ქართლმა ოცნებამ" კენჭისყრის წინა დღეს, 16 მაისს საღამოს მიაღწია.
პარლამენტში საუბრიბენ იმასაც, რიმ ედპ-ს ლიდერს ფინანსური კრიზისი აქვს და საკუთარი ოფისიც კი გაქირავებული აქვს.
ამასთან, "შაბათის ეთერმა" გაარკვია, რომ არსებობს სისხლის სამართლის საქმე, რომელზე ბრალდებულიც მძიმე დანაშაულისთვის იხდის სასჯელს. წყაროს ინფორმაციით, დაკითხვის დროს ბრალდებულმა ბაჩუკი ქარდავასთან ახლო კავშირის შესახებ ილაპარაკა. ერთ ერთი სასამართლო პროცეს თავად ქარდავა ესწრებოდა.
"შაბათის ეთერმა" ოპოზიციონერს კითხა, ხომ არ დაჰპირდა დეპუტატს ხელისუფლება ამ პირის ან გათავისუფლებას ან სასჯელის შემსუბუქებას სასამართლო კლანის მხარდამჭერი გადაწყვეტილების სანაცვლოდ? ედპ-ს ლიდერმა დაკავებულთან ნაცნობობა კატეგორიულად გამორიცხა.
სასამართლო კლანის მხარდამჭერ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო დილარ ხაბულიანმაც, ხაბულიანის მიერ ქართული ოცნების სასურველი კანდიდატებისთვის ხმის მიცემის პარალელურად, თბილისის მერიამ საკრებულოს წარუდგინა შუამდგომლობა, პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის ოჯახისთვის თბილისში რამდენი ათასი კვადრატული მეტრი ტერიტორიის პირდაპირი მიყიდვის წესით გადაცემასთან დაკავშირებით.