მტკივა, რომ თავისუფალ საქართველოს რუსული სიბნელე ახშობს - ოლექსეი დანილოვი
მტკივა, რომ რუსული სიბნელე ახრჩობს საქართველოს - ასე გამოეხმაურაა ოლექსი დანილოვი საქართველოში მიმდინარე პროცესებს. უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ტვიტერზე გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ უკრაინა ბოლომდე საქართველოს გვერდით იქნება.
ომში მყოფი ქვეყნიდან ქართელებს ჰპირდებიან, რომ თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში დახმარებას გაუწევენ.
უკრაინელები თქვენს გვერდით იქნებიან თავისუფლების ბრძოლაში მონობის წინააღმდეგ. მტკივა, რომ ახლა რუსული სიბნელე ახშობს თავისუფალ საქართველოს, მაგრამ ჩვენ გავუზიარებთ ჩვენი ბრძოლის გამოცდილებას და ვიცით, რომ საქართველო იქნება თავისუფალი და დამოუკიდებელი, ტერიტორიულად გამთლიანებული და სუვერენული! მოდით, ერთად ვიყოთ!, - წერს დანილოვი.