მაია სანდუ: მოლდოვას დსთ-ში აღარ ესაქმება, ყველაზე დიდი პრობლემა რუსეთია

21.05.23 10:35
მაია სანდუ: მოლდოვას დსთ-ში აღარ ესაქმება, ყველაზე დიდი პრობლემა რუსეთია

მოლდოვის პრეზიდენტი რუსეთს სტრატეგიულ პარტნიორად არ განიხილავს. მაია სანდუ დსთ-დან გასვლის ინიციატივით გამოვიდა. პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთი კიშინოვის ინტერესებს პატივს არ სცემს.

მაია სანდუ ფიქრობს, რომ პუტინის რეჟიმი ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს არ სცემს,  რაც  ავტომატურად, აგრესორ ქვეყანასთან თანამშრმლობას გამორიცხავს.

სანდუმ რუსეთს  უწოდა ქვეყანა, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს არ აფასებს და მათი სიცოცხლით რისკავს.

როდესაც ადგილი აქვს ენერგეტიკულ შანტაჟს, პროპაგანდას და როდესაც რუსეთის ფედერაცია, იმიტმ, რომ ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ რუსეთია, პატივს არ სცემს სახელმწიფოს არჩევანს, მაშინ ჩვენ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებით უნა ვიმოქმედოთ, - განაცხადა სანდუმ.