ყვარელში დაკავებულები სასამართლოს მოლოდინში არიან - ნაწილ მათგანს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებათ

21.05.23 11:20
ყვარელში დაკავებულები სასამართლოს მოლოდინში არიან - ნაწილ მათგანს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებათ

ყვარელში დაკავებული აქტივისტები სასამართლოს მოლოდინში არიან. თელავის, საგარეჯოს, სიღნაღის და თბილისის წინასწარი მოთავსების იზოლატორებიდან, სხდომათა დარბაზში ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულებს, ცოტა ხანში მიიყვანენ. ყველა მათგანის პროცესი თელავის რაიონულ სასამართლოში გაიმართება. 

ადვოკატები ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორებში შესვლას ელოდებიან, რის შემდეგაც დაკავაბულების ბედი გაირკვევა. ინტერესების დამცველებს მოლოდინი აქვთ, რომ დაკავებულებს ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლებენ. 

ავოკატების ნაწილმა მათი დაცვის ქვეშ მყოფებთან შესვლა ამ დრომდე ვერ მოახერხა, რადგან მათ ადგილსამყოფელს გვიან ღამემდე არკვევდნენ. 

დაკავებულების ნაწილს, რომელთა მონახულებაც ადვოკატებმა მოახერხეს, დაკავების პროცესში მიყენებული დაზიანებები აღენიშნებათ.

 ამ დრომდე ჰყავთ ავჭალის დროებითი მოთავსების იზოლატორში. რადგან დაკავება მოხდა თელავში, შესაბამისად, სასამართლო პროცესიც უნდა ჩატარდეს თელავის საქალაქო სასამართლოში, ამიტომ, სავარაუდოდ, უნდა შეიტანონ დილით შუამდგომლობა შსს-ს წარმომადგენლებმა, სხვა შემთხვევაში ხელწერილით უნდა გამოუშვან დროებითი მოთავსები იზოლატორიდან, ამიტომ ველოდებით პოლიციის გადაწყვეტილებას. თვითონ ელენემ არ ისურვა შეხვედრა სახალხო დამცველის წარმომადგენელთან, - ამბობს ადვოკატი. 

წუხელ გვიან ღამით დააკავეს ენმ-ს წევრი ლაშა ფარულავაც. ფარულავა პოლიციამ იმ დროს დააკავა, როესაც საგარეჯოს რაიონულ განყოფილებასთან ენმ-ს წევრები საქართველოს ჰიმნს მღეროდნენ.  ადვოკატი ამ დრომდე აზუსტებს, სად მოინახულოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი. 

არც ადგილობრივი პოლიცია, არც კრიმინალური პოლიცია ინფორმაციას არ იძლეოდა იმის თაობაზე, თუ სად იმყოფებიან დაკავებულები, იმიტომ, რომ ეს არ იყო დაკავება, ეს არ იყო სამართალდარღვევის აღკვეთა, ეს იყო მოტაცება და ჩენ გვაქვს კადრები, რომელ კადრებშიც ჩანს, რომ ლაშა ფარულვა არანაირ საზოგადოებრივ წესრიგს არ არღვევს, - ამბობსენმ-ს წევრი ვასო ურუშაძე.

ლავროვის სანქცირებული ოჯახის წერვების წინააღმდეგ გამართულ შეკრებაზე პოლიციამ ჯამში 18 საქართველოს მოქალაქეე დააკავა. ყველა მათგანს  გამოძიება წვრილმან ხულიგნობას ედავება.