ყვარელში დაკავებულების უფლებების დასაცავად ყველაფერს ვაკეთებთ - ომბუდსმენი
დაირღვა თუ არა მშვიდობიანი მომიტინგეების უფლებები? - ყვარელში დაკავებულ სამოქალაქო აქტივისტებს დახმარებას სახალხო დამცველის ოფისი გაუწევს. ლევან იოსელიანი ამბობს, რომ 17 დაკავებული ომბუდსმენის აპარატის წევრებმა უკვე მოინახულეს.
სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები პირველივე წუთიდან ჩართულები არიან ამ პროცესში. ჩემი ინფორმაციით, 17-მდე ადამიანია დაკავებული და ყველა მათგანთან შედიან, ნახულობენ, მათ შორის, ელენე ხოშტარიასთან იყო ჩვენი წარმომადგენელი მისული, მაგრამ მან უარი განაცხადა მასთან შეხვედრაზე. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ჩვენი მანდატის ფარგლებში ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ დაკავებული ადამიანების უფლებები იყოს დაცული და ჩენ მონიტორინგი გავუწიოთ ამ პროცესს, - თქვა ომბუდსმენმა.
შეგახსენებთ, რომ ლავროვის სანქცირებული ოჯახის წერვების წინააღმდეგ გამართულ შეკრებაზე პოლიციამ ჯამში 18 საქართველოს მოქალაქეე დააკავა. ყველა მათგანს გამოძიება წვრილმან ხულიგნობას ედავება.