რატომ შემოუშვეს საქართველოში სანქცირებული რუსები? - ირაკლი კობახიძის განმარტება

21.05.23 13:28
რატომ შემოუშვეს საქართველოში სანქცირებული რუსები? - ირაკლი კობახიძის განმარტება

რატომ შემოუშვეს საქართველოში სერგეი ლავროვის  შვილი და სიძე? - "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ რუსი პროპაგანდისტები, რომლებიც გუშინ ყვარლის სატუმროში ქორწილს აღნიშნავდნენ, საქართელოს მიერ სანქცირებულები არ არიან. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გასუვა ხაზი, რომ საქართველო რუსეთის წინააღმეგ სანქციებს არ უერთდება, შესაბამისად, ვერც სანქცირებული რუსი პროპაგანდისტების საქართველოში შემოსვლაში ხედავს პრობლემას. 

კონკრეტული ადამიანიები არ არიან სანქცირებული საქართველოს მიერ. ჩვენ როდესაც არ ვუერთებით სანქციებს, მათ შორის, ეს გულისხმობს პერსონალურ სანქციებსაც. ჩვენ გვაქვს ერთადერთი სანქცია ქვეყანაში შემოშვების კუთხით, ეს უკავშირდება ოკუპაციის შესახებ კანონს. მე ვარ ადამიანის უფლებების სპეციალისტი, გერმანიაში მაქვს თავის დროზე ნასწავლი ეს სფერო და პირდაპირ, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ოჯახის წევრის სანქცირება უხეშად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სტანდარტებს. სანქცირეულები შეიძლება არიან, მაგრამ საქართველოს მათთვის არ დაუწესებია სანქციები. ჩვენ არ ვუერთდებით ამ სანქციებს, ეს არის ჩვენი მკაფიო პოზიცია, - ამბობს კობახიძე.