არ ვაპირებ მონურ სასამართლოზე მისვლას, ის რუსული რეჟიმის მსახურთა დაჯგუფებაა - ელენე ხოშტარია
მონუარ სასამართლოში მისვლას არ ვაპირებ, - ელენე ხოშტარიას მორიგ გზავნილს პარტია "დროა" ასაჯაროებს. ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ სასამართლო, სადაც მის მიყვანას გეგმავდნენ, რუსული რეჟიმის მსახურთა დაჯგუფება, რომელთავ თანამშრომლობაც არ სურს.
დღეს დილით მოვიდა ციხის ადმინისტრაცია და მითხრა, რომ უნდა გავყვე პოლიციას, ცხადია, უარი განვაცხადე. ადვოკატს ისევ არაფერი შეატყობინეს, ბოლოს გავიტანე ჩემი. არსად გავყვები. არ ვაპირებ ამ მონურ სასამართლოზე მისვლას. ეს არ არის სასამართლო. ეს არის რუსული რეჟიმის მსახურთა დაჯგუფება. ამიტომ არც მე და არც ჩემი ადვოკატი არ ითანამშრომლებს ამ სისტემასთან. იზოლატორში ყოფნის არანაირი პრობლემა არ მაქვს. არა რუსულ რეჟიმს!, - აღნიშნულია გზავნილში.