ძალოვან უწყებებს მოგიწოდებთ, დაინტერესდეთ "ტრიბუნას" სახელით გაკეთებული მუქარის შემცველი განცხადებით - დავით ჭიჭინაძე
პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნა" ძალოვან უწყებებს მოუწოდებს, დაინტერესდნენ იმ პიროვნებით, რომელმაც მათი მოძრაობის სახელით მუქარის შემცველი განცხადება გაავრცელა. დავით ჭიჭინაძის თქმით, აღნიშნულმა პირმა სახელისუფლებო მედიების ხელშწყობოთ სხვადასხვა ეროვნების ადამიანებებს შორის შუღლის გაღვივება სცადა, რაც ოპოზიციონერი ლიდერის აზრით, წვრილმან ხულიგნობად უნდა შეფასდეს.
დავით ჭიჭინაძეს აინტერესებს, ვინ დგას აღნიშნული პიროვნების უკან.
პიროვნება, რომელსაც ეძებენ საბერძნეთის, გერმანიის, რუსეთის სამართალდამცავები, რომელიც ეჭვმიტანილია 200 - მდე ბინის გაძარცვაში, საქართველოში არა მარტო უპრობლემოდ ცხოვრობს, მან ასევე უპრობლემოდ დაძლია ყველა წინასაარჩევნო ბარიერი და არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. თან ეს ყველაფერი ოფიციალურად გაფორმებული იარაღით, რომელიც მუდმივად თან დააქვს.
ხოდა საინტერესოა ვინ დგას ამ პიროვნების უკან?!
რომელი ძალა?!
ვის აწყობს, რომ საქართველოში, ქვეყანაში, სადაც მრავალი ერის მრავალათასწლოვანი თანაცხოვრება ყველაზე დიდი მონაპოვარია,
სომეხი, აზერბაიჯანელი, იეზიდი და სხვა ერების წარმომადგენლებს ჯერ ზღვარსგადასული შეურაცხყოფა მიაყენონ და მერე საჯაროდ დაემუქრონ განადგურებით?!
რიგითი ვიგინდარას ბოდვად ჩაითვლებოდა ეს ყველაფერი, სახელმწიფო პროპაგანდისტულ მედიებს, იმედს და პოსტ ტვ-ს უდიდესი წვლილი რომ არ მიუძღოდეთ ამ ყველეფერში.
რადგან თავიანთი ცალმხრივი, პროპაგანდისტული ეთერებით პირდაპირ შეუწყვეს ხელი ქართველი და საქართველოში მცხოვრები სხვა ეროვნებების ადამიანებს შორის შუღლის გაღვივებას. თან განსაკუთრებით რატომღაც სომეხი ეროვნების ადამიანების ლანძღვას?!
საზოგადოებრივი მაუწყებელს კი, რომელსაც გვინდა შევახსენოთ, რომ ისინი პირდაპირ ფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ამ დაფინანსებაში უდიდესია სწორედ ამ სომეხი, აზერბაიჯანელი, იეზიდი და დანარჩენი ჩვენი თანამოქალაქეების წვლილი, მათაც არა მარტო იგივე პოლიტიკა გაატარეს, არც კი დაინტერესდნენ ალტერნატიული აზრით! და ჩვენი თანამოქალაქეების სამართლიანი აღშფოთება არააქტუალურად ჩათვალეს.მივმართავთ ძალოვან სტუქტურებს, დაინტერესდნენ იმ მუქარით, რომელიც 14 მაისს სოციალური ქსელებით კონკრეტულმა პიროვნებამ ჩვენი თანამოქალაქეების, სომეხი, აზერბაიჯანელი, იეზიდი ეროვნების ადამიანების წინააღმდეგ განახორციელა და თან მოძრაობა „ტრიბუნას“ სახელით. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ქმედება არ უნდა განიხილებოდეს როგორც წვრილმანი ხულიგნობა, რადგან ეს არის ადამიანებს, ერებს, სახელმწიფოებს შორის დაძაბულობის შდელობა!, - ამბობს დავით ჭიჭინაძე.