პრეზიდენტს პერსონა ნონ გრატად ვაცხადებთ, ვიდრე ბოდიშს არ მოიხდის, ბორტზე არ დავუშვებთ - გაიაშვილი

21.05.23 15:30
პრეზიდენტს პერსონა ნონ გრატად ვაცხადებთ, ვიდრე ბოდიშს არ მოიხდის, ბორტზე არ დავუშვებთ - გაიაშვილი

პრეზიდენტის ბოიკოტს "ჯორჯიან ერავესისი" დირექტორი  საპასუხო სანქციებით ეხმაურება. თამაზ გაიაშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ავიახაზების ბორტზე იქამდე არ დაუშვებენ, სანამ ბოოდიშს  არ მოიხდის.

ჩვენ მას პერსონა ნონ გრატად ვაცხადებთ და, ვიდრე ბოდიშს არ მოიხდის, ბორტზე არ დავუშვებთ, - აცხადებს გაიაშვილი

"ჯორჯიან ეარვეისი" სწორედ ის ავიაკომპანია, რომელიც ქვეყნის პირველ პირებს გადაადგილებას უზრუნველყოფს. ავიაკომპანიის ხელმძღვანელი "პირველების" ზარებს დილიდან არ პასუხობს. 

როგორ გადაადგილდება მომავალში სალომე ზურაბიშვილი, სპეციალური აცვის სამსახური ოფიციალურ განცხადებას არ ავრცელებს.