პრეზიდენტი ნაცურ ნარატივს აძლიერებს - მამუკა მდინარაძე
"ქართული ოცნების" ლიდერი მამუკა მდინარაძე პრეზიდენტს ბრალს ნაცური ნარატივის გავრცელებაში სდებს. საუბარია განცხადებაზე, სადაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ყვარელში სანქცირეული რუსების ქორწილი ჩაიშალა.
სახელისუფლებო გუნდის წევრი ასევე "ჯორჯიან ეარვეისის" მიმართ პრეზიდენტის ბოიკოტს ეხმიანება და ამბობს, რომ ეს საკითხი მეასე ხარისხოვანია.
ქორწილის მეორე დღე გააიდო, აი, ამ ნაცურ ნარატივში ჯდება სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი და ასეთ არასერიოზულ განცხადებებს აკეთებს და ამავდროულად არასწორს. შეიცავს მისი გაკეთებული განცხადება ტყუილ ინფორმაციას, იმიტომ, რომ შეუძლებელია ვახტანგ გომელაურს მისთვის ეთქვა, რომ ის გადაებდა ქორწილის მეორე დღეს, იმიტომ, რომ ასეთი საკითხებით გომელაური და მისი უწყება აკავებული არ არის. ეს მას არ უთქვამს, მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, არასწორი ინფორმაცია გაახმოვანა პრეზიდენტმა. როესაც პრეზიდენტის მესიჯები აძლიერებს სპეკლაციურ ნარატივს, ემოციაზე, განსაკუთრებით ახალგაზრების ემოციაზე გათვლილს, ეს არის ნაცური ნარატივი და ეს არის სამწუხარო. ახლა, თვითონ ჩაჯდება თუ არა რომელიმე თვითმფრინავში, ეს არის მეასე ხარისხოვანი, - ამბობს მდინარაძე.