რუსული პროვოკაციაა, ვიზების გაუქმებას პოზიტიური გავლენა არ ექნება - დევიდ კრამერი

21.05.23 15:59
რუსული პროვოკაციაა, ვიზების გაუქმებას პოზიტიური გავლენა არ ექნება - დევიდ კრამერი

ვაშინგტონში დარწმუნებულები არიან, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი ფრენები არა მოსახლეობის კომფორტისთვის, არამედ დესტაბილიზაციისთვის დაიწყეს.  აშშ-ს მიაჩნია, რომ ეს დიდი რუსული პროვოკაციაა, რომლის მიზანიც საქართველოს საბოლოოდ მისაკუთრებაა. ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის ხელმძღვანელის დევიდ კრამერის თქმით, მოსკოვი ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს შტატებთან და ევროკავშირთან ურთიერთობა გაუფუჭდეს.

ვფიქრობ, როგორც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თქვა, ესაა პროვოკაცია. როგორც ჩანს, ეს დაამთხვიეს ისეთ დროს, რომ ამან გამოიწვიოს მეტი პრობლემები საქართელოს შიგნით, ასევე საქართველოს, ევროკავშირსა და აშშ-ს შორის. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მიანიშნა, რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს, თუ საქართველო საქმეს დაიჭერს დასავლეთის მიერ სანქცირებულ რუსულ ავიაკომპანიებთან. ეს ხდება მაშინ, როცა რუსეთი აგრძელებს საქართველოს 20%-ის ოკუპაციას, მაშინ, როცა აგრძელებს ქართველების დაკავებას დემარკაციის ხაზთან, რომელიც ასევე სულ უფრო მეტად იწევს საქართველოს მიერ კონტრლირებულ ტერიტორიაზე, - ამბობს ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის დირექტორი დევიდ კრამერი. 

დევიდ კრამეირ ასევე ამბობს, რომ დემოკრატიული ქვეყნების მხრიდან რუსეთის მიმართ გამკაცრებული პოლიტკის ფონზე, საქართელოს ხელისუფლების მოსკოვთან მჭიდრო კავშირი, გაუგებარია. 

არ მგონია, რომ ვიზების გაუქმებას რაიმე პოზიტიური გავლენა აქვს. პრემიერ-მინისტრმა ეს გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა, რასაც ვერ დავეთანხმები. იმ დროს, როდესაც ემოკრატიული ქვეყნების უმრავლესობამ გაამკაცრა პოლიტიკა რუსეთის მიმართ და დააწესა სანქციები, საქართველოს და მისი მთავრობა, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა და არა ხალხი, როგორც ჩანს, დაინტერესებულია მოსკოვთან მჭიდრო კავშირების დამყარებით, ეს კი ეწინააღმდეგება იმ თრენდს, რასა ასავლეთისგან და აშშ-გან ვხედავთ, - ამბლბს კრამერი.  

პუტინის გაუქმებული შეზღუდვების გამო  ანალიტიკოსები უსაფრთხოების გამოწვევებზე საუბრობენ.  მათი თქმით, მასობრივი მიგრაციის გამო შეუძლებელი იქნება იმის გაკონტროლება, ვინ არის რეჟიმს გამოქცეული დევნილი და ვინ ორმაგი აგენტი. 

საქართველო უკვე გადატვირთულია რუსების დიდი რაოდენობით, რომლებიც ქვეყანაში ჩაიან. თუ ვიზების მოხსნის გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტი რუსის ჩასვლას გამოიწვევს, ვერ ვხვდები, როგორ იქნება ეს პოპულარული გადაწყვეტილება წსაქართველოს მოსახლეობაში. ახლაა სიტუაცია, როდესაც ბევრი რუსი მობილიზაციას, შემდეგ კი ვირტუალურ გაწვევას ცდილობს რომ გაექცეს. ეს არ მოუტანს საქართველოს არაფერს გარდა იმისა, რომ ჩავა უფრო მეტი რუსი, რომელიც ტურისტულ და სხვა ინტერესებს დაიმაყოფილებს და არ მგონია, რომ ეს ისაა, რაც ახლა საქართველოს სჭირდება, - თქვა კრამერმა.