სახალხო დამცველი, სამწუხაროდ, იგივე ივანიშვილის მსახური ინსტიტუტია - ელენე ხოშტარია

21.05.23 17:21
სახალხო დამცველი, სამწუხაროდ, იგივე ივანიშვილის მსახური ინსტიტუტია - ელენე ხოშტარია

"დროას" ლიდერი ამბობს, რომ ომბუდსმენის წარმომადგენლებმა ის დაკავების მომენტში დაინახეს, თუმცა ამის შესახებ განცხადება არ გაუკეთებიათ. ამის შესახებ ელენე ხოშტარიამ წინასწარი დაკავების იზოლატორის დატოვების შემეგ ისაუბრა.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ლევან იოსელი "ქართული ოცნების" წარმომადგენელია და მისი ნდობა არ აქვს.

სახალხო დამცველის ორი წარმომაგენელი იყო მოსული, რომლებმაც დაინახეს, როგორ გამაქცუნეს იქ, სადღაც გაურკვეველი მიმართულებით და სამწუხაროდ, არანაირი განცხადება ამაზე არ გაუკეთებიათ. ანუ სახალხო დამცველი, სამწუხაროდ, არის იგივე ივანიშვილის მსახური ინსტიტუტი. ამ ფაქტის გამო არა, მანამდეც ვიცოდი, რომ ლევან იოსელიანი არის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს დამატებითი ფაქტიც ამაზე მეტყველებს, - ამბობს ხოშტარია.