"ჯორჯიან ეარვეისმა" პრეზიდენტი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა - გაიაშვილი ზურაბიშვილისგან ბოდიშს ელის
"ჯორჯიან ეარვეისმა" სალომე ზურაბიშვილი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. თამაზ გაიაშვილი პრეზიდენტისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. ავიაკომპანიის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებას წინ ზურაბიშვილის უმწავესი განცხადება უძღოდა. პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეებს პირდაპირ უთხრა, რომ არ იმგზავრონ იმ კომპანიით, რომელიც რუსეთში დაფრინავს და რომელიც მხოლოდ ფულის შოვნაზე ფიქრობს.
რუსული თვითმფრინავებისთვის გახნილი ცის გამო განმარტებებს საელჩოები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სთხოვენ. ამ ინფორმაციას "პირველებს" "ეარ ჯორჯიას" დამფუძნებელი აწვდის. გიორგი კოდუას ცნობით, დიპლომატიურრ წარმომადგენლობებში სააგონტოს შეფთან ერთად საქართველოს ავიახაზების დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილიც იყო დაბარებული.
ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.