რატომ შემოუშვეს საქართველოში სანქცირეული ლავროვის ოჯახი? - "ოცნება" თავს იმართლებს

21.05.23 20:12
რატომ შემოუშვეს საქართველოში სანქცირეული ლავროვის ოჯახი? - "ოცნება" თავს იმართლებს

რატომ შემოუშვეს საქართველოში სერგეი ლავროვის  შვილი და სიძე? - მმართველი პარტია თავის მართლების რეჟიმშია. ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახის წევრებს ოკუპაციის კანონი დარღვეული არ ჰქონდათ.

ხელისუფლების განცხადებებს, ოპოზიციამ კრიტიკით უპასუხა. მათი თქმით, ამ განცხადებით "ოცნებამ", პრაქტიკულად, თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება საზღვარზე ევროკავშირის მიერ სანქცირებულ ადამიანებს პრობლემას არ შეუქმნის.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.