"საბოტაჟი ევროინტეგრაციის გზაზე" - "ოცნება" რუსეთის მოქალაქეების მაკონტროლებელ კანონპროექტებს ბლოკავს
ამ დრომდე "ქართული ოცნება" დღის წერსიგში არ სვამს კანონპროექტებს, რომელიც საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ტოტალურრ შემოდინებას გააკონტროლებს. მმართველი პარტია ბლოკავს არ განიხილავს "ლელო" საქართველოს ინიციატივას რუსეთის მოქალაქეებისთვის 90 დღის შემდეგ სავიზო რეჟიმის დაწესების შესახებ. კანონპროქტი უკვე რამდენიმე თვეა ინიციტრებულია,თუმცა მმარველი პარტია არ განიხილავს.
სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ კანონპორექტების დაბლოკვით ხელისუფლება რუსულ დავალებას ასრულებს.
"ქართული ოცნება" დღეს პარლამენტში მოქმედებს მთავარი ამოცანის განსახორციელებლად. ეს არის რუსეთის დავალებების შესრულება, ერთი ეს არის, რომ ყველაფერი გააკეთოს, რომ ჩვენმა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს და მეორე, რა თქმა უნდა, განამტკიცოს ყველანაირად ის საკანონმდებლო ჩარჩო, რაც სჭირდება პუტინს საკუთარი ამოცანების განსახორციელებლად ქვეყანაში, რომ იმ დროისთვის, როდესაც უკრაინაში დამარცხდება რუსეთი, მას ჰქონდეს შესაძლებლობა სრულად გადაიფორმოს კონტროლი საქართველოზე. ამიტომ ცხადია, ჩვენი ინიციატივა გულისხმობს, რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების შემოღებას, ანუ შეზღუდვას მათი სრულიად უკონტროლო შემოდინების ჩვენს ქვეყანაში, ამისი განხილვაც კი არ დაუწყია, შესაბამისად, მმართველ უმრავლესობას პარლამენტში, იმიტომ, რომ რა თქმა უნდა ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერეს, - ამბობს სალომე სამადაშვილი.
სავარუდოდ, იგივე ბედს გაიზიარებს დეკანოიძე-გოცირიძის კანონპროქტი, რომელზე მსჯელობაც კი არ დაწყებულა. საუბარია კნაონპროექტზე, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავ ქონებაზე კონკრეტული ვადით შეზღუდვას გულისხმობს.
ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ "ქართული ოცნებისგან" არც ამ კანონპროექტის მიღების მოლოდინი აქვს.
ჩვენ, როგორც ძალიან ბევრმა ქვეყანამ, მე და ბატონ რომან გოცირიძეს ინიციატივაა, შევიტანეთ და დავარეგისტრირეთ კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს უძრავი ქონებაზე კონკრეტული ვადით შეზღუდვას რუსეთის მოქალაქეებისთვის. ეკონომიკური ანექსია, რომელიც ხდება რუსული კაპიტალის მიერ საქართველოში და განსაკუთრებით ეს ეხება უძრავ ქონებას, არის ძალიან სერიოზული პრობლემა. ამ კვირაში, წესით კანონპროექტი უნდა გავიდეს კომიტეტებზე, თუმცა თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება, მე არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ "ქართული ოცნება" ამას მიიღებს. მე არ ვფიქრობ, რომ ეს შემთხვევით ხდება, ეს ხდება ძალიან გააზრებულად, საბოტაჟი კანდიდატის სტატუსზე, საბოტაჟი ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით და საბოტაჟი საქართველოს მოქალაქეების ნების, - ამბობს ხატია დეკანოიძე.