"ოცნებამ" იცის, რომ მისი რეჟიმის გადარჩენა მხოლოდ ავტოკრატიის პირობებშია შესაძლებელი - მანჯგალაძე
რატომ შემოუშვეს სანქცირებული ლავროვის ნათესაობა საქართელოში - "სტრატეგია აღმაშენებსლი" წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ "ქართული ოცნება" რუსულ ინტერესებს ატარებს, რადგან მისი მსგავსი რეჟიმის გადარჩენა მხოლოდ ავტოკრატიის პირობებშია შესაძლებელი.
ამასთან, ოპოზიციის წევრი ფიქრობს, რომ ასოცირებასთან დაკავშირებული საკითხების გადახედვის რისკი არსებობს.
რუსულ ავტოკრატიაში უფრო გადარჩება „ქართული ოცნების“ მსგავსი რეჟიმი, ვიდრე დემოკრატიის პირობებში, ამიტომ ისინი დაადგნენ ქვეყნის ღალატის გზას და ამიტომ მაქსინალურად ცდილობენ, რომ არც სანქციებს მიუერთდნენ, „ქართული ოცნება“ ებრძვის ყოველდღე კანდიდატის სტატუსის მიღებას, მაგრამ ასევე ვხედავ რისკს, რომ შეიძლება ასოცირებასთან დაკავშირებული საკითხების გადახედვაც მოხდეს, - ამბობს მანჯგალაძე.