გადავდგამთ იმ ნაბიჯებს, რაც ქვეყანას სჭირდება - კალაძე რუსეთ-საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლაზე
"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი ირწმუნება, რომ რუსეთ-საქართველოს შორის, ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს. ამის მიუხედავად, კახა კალაძე ამბობს, რომ ხელისუფლება გადადგამს იმ ნაბიჯებს, რაც ქვეყნისთვის იქნება საჭირო.
პირველად მესმის რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით, თქვენ ახმაურებთ ამას. პირველად მესმის, ჩვენთან საუბარი არ ყოფილა ამ თემაზე, არ ვიცი რაზე საუბრობთ, თუმცა ერთი რამ მინდა გითხრათ, საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის გადადგამს იმ ნაბიჯებს, რომელიც პირველ რიგში ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს სჭირდებათ", - თქვა კახა კალაძემ.