სკანდალი: სომხური მედიის ცნობით, რუსეთის სანქცირებულ პორტში ბათუმიდან ტვირთები შედის

22.05.23 13:05
სკანდალი: სომხური მედიის ცნობით, რუსეთის სანქცირებულ პორტში ბათუმიდან ტვირთები შედის

ფრენების შემდეგ პირდაპირი საზღვაო მიმოსვლა რუსეთთან. საქართველომ ბათუმიდან ნოვოროსისკის მიმართულებით რეისები დანიშნა. ეს ამბავი ხელისუფლებამ დამალა, თუმცა სომხურმა მედიამ "არმენ პრესმა" გაამჟღავნა.

სომხეთის ოფიცილაური პირები ადაასტურებენ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის, პირდაპირი საზღვაო  მიმოსვლა მიმდინარეობს. ორი რეისი შესრულდა და სომხეთმა კონტეინერებით ტვირთებიც კი გააგზავნა.

ნოვოროსისკის პორტი ევროკავშირის მიერაა სანქცირებული. იქ გემების შესვლა აკრძალულია. ოპოზიცია ამბობს, რომ  ეს "ოცნების' ხელისუფლების კიდევ ერთი ნაბიჯია, რათა საქართველო ევროკავშირს  დაცილდეს და რუსეთს დაუახლოვდეს.