პრორუსული ძალები ღარიბაშვილს ნობელის პრემიაზე წარადგენენ

22.05.23 10:00
პრორუსული ძალები ღარიბაშვილს ნობელის პრემიაზე წარადგენენ

პრორუსი პოლიტიკოსი ვალერი კვარაცხელია ირაკლი ღარიბაშვილის ნობელის პრემიაზე წარდგენას ითხოვს. მოსკოვიდან ჩამოსული დელეგაციის ერთ ერთი წევრი ამბობს, რომ ღარიბაშვილმა "მშვიდობის გადარჩენის საქმეში განუზომელია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის როლი".

"ქართველმა ხალხმა ღარიბაშვილი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე უნდა წარადგინოს"- აცხადებს კვარაცხელია.

როგორც პუტინისტმა პოლიტიკოსმა "პირველებს" განუცხადა, ხალხი რომ ქუჩაში დადის, მზე ანათებს, ზაფხულია, ყველაფერი საქართველოს პრემიერის დამსახურებაა. 

თქვენ საშუალება გაქვთ რუსთაველის პროსპექტზე იდგეთ და ჩემგან ინტერვიუ აიღოთ, ხალხი დადის სეირნობს საქმეზე მიდის, მზე ანათებს, ზაფხულია, კარგი ამინდია (ეს ღარიბაშვილის დამსახურებაა), ბომბები არ გვაცვივა თავზე, რაც სრულიად ადვილად შეიძლებოდა მომხდარიყო, ისევე როგორც მოხდა ეს უკრაინაში. არავინ არ ფიქრობდა, რომ უკრაინაში ის ტრაგედია დატრიალდებოდა, რამაც უკრაინა დაანგრია და მილიონობით სიცოცხლე შეიწირა, მაგრამ მოხდა.

ჩვენთანაც, რომ არ ხდება ასეთი ამბავი და რომ არ მოხდეს ხვალ და ზეგ, ამ საქმეში უზარმაზარი წვლილი შეიტანა საქართველოს მთავრობამ და კერძოდ მისმა თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა.

ქართველ ხალხს ალბათ აქვს იმისი უფლება და იმის საშუალებაც მიეცემა, რომ მისი მთავრობის თავმჯდომარე, რომელმაც იღვაწა მშვიდობის გადასარჩენად და მშვიდობის შესანარჩუნებლად წარდგენილიყოს ამ პრემიაზე, თუმცა იმასაც გეტყვით, რომ სამწუხაროდ ეს პრემია არის პოლიტიზირებული, ეს პრემია თავის დროზე მიღებული აქვს ისეთ გარეწარს, როგორიც იყო მიხეილ გორბაჩოვი და სხვები და სხვები, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, ის მაინც რჩება პრესტიჟულ პრემიად და ირაკლი ღარიბაშვილი ამას იმსახურებს, ამ დაფასებას იმსახურებს, პირველ რიგში ქართველი ხალხისგან, მთელი ქართული საზოგადოება, მისი ელიტა და ხალხი უნდა იყოს მადლიერი იმისათვის, რომ მშვიდობა შენარჩუნებულია და მშვიდობის შენარჩუნების გარანტიებიც იქნება"- თქვა კვარაცხელიამ.