ვინც რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს, სინამდვილეში, რუსეთთან სამხედრო დაპირისპირება სურს - პაპუაშვილი

22.05.23 13:44
ვინც რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს, სინამდვილეში, რუსეთთან სამხედრო დაპირისპირება სურს - პაპუაშვილი

"ქართული ოცნება" ისევ ამტკიცებს, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესება ომის რისკის შემცველია. შალვა პაპუაშვილის თქმით, იმ პირობებში, როცა ქვეყანას ეკონომიკურ და უსართოხოების გარანტიებს ვერავინ აძლევს, რუსეთთან ესკალაციაში შესვლა სარისკოა. 

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობა ხელისუფლების პოლიტიკას იზიარებს. 

ისინი, ვინც ჩვენ გვთავაზობენ სანქციების დაწესებას რუსეთის მიმართ, სინამდვილეში ისინი გვეუბნებიან, რომ უნდა გავრისკოთ და შევიდეთ ესკალაციაში რუსეთთან და შესაბამისად, სამხედრო დაპირისპირებაში რუსეთთან. ასე რომ, ამასთან დაკავშირებით, არცერთ ქვეყანას საქართველოს მიმართ რაიმე მორალური პიედესტალი და საუბრის პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს. იმ პირობებში, როდესაც ჩვენ არავინ გვაძლევს უსაფრთხოების გარანტიებს, არავინ გვაძლევს ეკონომიკურ გარანტიებს, ამ პირობებში, რა თქმა უნდა, ვერავინ მოგვთხოვს, რომ ჩვენი ხალხი ჩავაყენოთ ომის რისკის ქვეშ. ჩვენი მოქალაქეები ამ პოლიტიკას ემხრობიან და  იზიარებენ როგორც სხვა და სხვა გამოკითხვით, ასევე დადასტურდა ბოლო შუალედური არჩევნებით, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ უფრო მეტი ხმა მიიღო, ვიდრე მიიღო 2021 წელში, - თქვა პაპუაშვილმა.