სავიზო რეჟიმი საჭირო არ არის, ტურისტების შემოდინებას მივესალმებით - კალაძე რუსებზე

22.05.23 13:51
სავიზო რეჟიმი საჭირო არ არის,  ტურისტების შემოდინებას მივესალმებით - კალაძე რუსებზე

დედაქალქის მერი საქართველოში რუსი ტურისტების შემოდინების მომხრეა. კახა კალაძე ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება საჭირო არ არის. ამასთან, კალაძე ისევ იმეორებს, რომ ხელისუფლება საერთაშორისო სანქციებს არ უერთდება და გადაწყვეტილება ქვეყნის სასიკეთოდ იქნა მიღებული. 

არანაირი სავიზო რეჟიმი არ არის საჭირო. ამ შემთხვევაში გავიმეორებ მშვილდაძის, ხოშტარიასა, მიხეილ სააკაშვილის სიტყვებს, რომ რაც შეიძლება მეტი ტურისტი ჩამოვიდეს საქართველოში. ჩვენ ამას მივესალმებით. არ ვუერთდებით სანქციებს, ეს გადაწყვეტილება მიღებული და გაკეთებულია ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. მათი ყველა განცხადება, ყველა ქმედება ფარსია, ფარისევლური და ორმაგი სტანდარტის შემცველი, - თქვა კალაძემ.