"უნდა შეგზღუდავს, უნდა მიგიშვებს, რა უნდა გააკეთო, რა, შენ დაუწესო რამე?"- მეუფე იაკობი რუსეთზე

22.05.23 13:27
"უნდა შეგზღუდავს, უნდა მიგიშვებს, რა უნდა გააკეთო, რა, შენ დაუწესო რამე?"- მეუფე იაკობი რუსეთზე

ბოდბელი ეპისკოპოსი ამბიონიდან ევროპარლამენტყარებს აკრიტიკებს - მეუფე იაკობი ამბობს, რომ ევროპარლამენტმა სტატუსის არმოცემით, საქართველო ფაქტობრივად რუსეთს მიაბა. 

წმინდა სინოდის წევრი ევროდეპუტატებს "დაბრმავებულებს" უწოდებს. რაც შეეხება რუსეთის მიერ ფრენების აღდგენას და ვიზების გაუქმებას, მეუფე იაკობი ამბობს, რომ რუსეთის პირველი პირების თავში ის  ვერ ჩაიხედავს: 

 რა ხდება დღეს, საქართველოს გზა ევროკავშირში არისო. გითხარით, რომ პირველ რიგში, ქართველმა აირჩია უფლის გზა და ჩვენი გზა ქრისტესთან არის. ეს ევროკავშირმაც იცოდეს და პირველ რიგში, იმ დაბრმავებულმა რამდენიმე ევროპარლამენტარმა, რომელიც ძალიან ცუდად გვექცევა ხოლმე. შეხედეთ დღეს რაც ხდება, რუსეთმა გააუქმა სავიზო შეზღუდვები, აღადგინა ფრენა. რატომ მოხდა ეს? თავიდან ვთქვი, როდესაც ევროპარლამენტმა ევროკომისიას შესთავაზა, რომ ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი არ მოეცათ, ფაქტობრივად, რუსეთზე მიგვაბა და ახლა რუსი რას გააკეთებს, ვინ ჩავიხედავთ მათი პირველი პირების თავში, უნდა შეგზღუდავს, უნდა მიგიშვებს. რა უნდა გააკეთო, შენ დაუწესო რამე? აბა შევხედოთ მსოფლიოში რა ხდება. მინდა უკრაინის ომზე ჩემი შეხედულება გითხართ და სხვებმაც იფიქრონ იმაზე, რა ხდება, ვინ და რატომ იბრძვის უკრაინაში. რა თქმა უნდა, რუსეთი შეიჭრა და ძალიან მძიმე დღეში ჩააგდო უკრაინა“,-განაცხადა მეუფე იაკობმა.

დღეს რა ხდება - რუსეთმა გააუქმა ვიზები, ფრენები დაუშვა. თავიდანვე ვთქვი, როცა ევროპარლამენტმა ევროკომისიას შესთავაზა ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი არ მოეცა, ფაქტობრივად რუსეთზე მიგვაბა. ახლა რუსი რას გააკეთებს, ჩვენ ვერ ჩავიხედავთ მაგათი პირველი პირების თავებში. უნდა შეგზღუდავს უნდა მიგიშვებს. რა უნდა გააკეთო რა შენ დაუწესო რამე?"- აცხადებს სასულიერო პირი. 

ბოდბელი ეპისკოპოსი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებსაც აჯამებს და ამბობს, რომ ცივილიზაციების ომია.

არის ცივილიზაციების ომი, არის რუსული ცივილიზაცია, რუსული იმპერიალიზმი და არის ასევე, სხვა დახვეწილი ფორმის, უკვე სხვა იმპერიალიზმი, თავი არ მოვიტყუოთ.

უკრაინაში რა ხდება, რუსმა რა იცის, რომ შიშველი ძალით დაეჯახოს. მიწები არ ჰყოფნის, დაავადებულია მიწებით. ამხელა სახელმწიფო რომ გაქვს, მსოფლიოს მერამდენედია რომ ავიღოთ, საბჭოთა კავშირის დროს მეექვსედი იყო და კიდევ აქეთ-იქით იწევდა. დღეს ახლა მერვედი ხომ მაინც იქნება. უკრაინა მოინდომა, უკრაინასთან ერთად მანამდე საქართველოსთან გზა გახსნილი ჰქონდა. 1989 წელსაც შეგვიტია, შემდეგ საქართველოში სამოქალაქო ომი გამოიწვია, არაეროვნული ძალები რომ მოეყვანა სათავეში და საბოლოოდ, ამას მიაღწია.

რაც შეეხება უკრაინას, წმინდა სინოდის წევრის თქმით, რუსეთი ქვეყანას ანადგურებს, თუმცა იქვე ამბობს, რომ ქვეყანა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს ინარჩუნებს. 

მან ამ კონტექტში საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაზეც იასუბრა და თქვა, რომ რახან მოსახლეობას უჭირს, მთავრობვა ყველასთან ვაჭრობს. მეუფემ თქვა, რომ დასავლეთისთვის საქართველოც პარტნიორია და უკრაინის მსგავსად ჩვენც უნდა დაგვეხმაროს: 

ახლა ვინმეს უნდა, რომ რუსეთი სულ გაანადგუროს, მაგის ილუზია გვაქვს? თუ რუსეთ-უკრაინის ომი რომ დამთავრდება, მაგით მთავრდება ყველაფერი? არ გაგრძელდება სხვაგან? საქართველოსაც მოუწევს დადგომა. სადაც ძალადობაა, იქ დადგომა არ გინდა ხომ. უკრაინას რომ უჭირდა, გაზსაც იღებდა რუსეთისგან, რუსეთთან, მოლაპარაკებაზე მიდის, რომ თავის ხორბალი გაიტანოს და გაყიდოს.

ჩვენი ხელისუფლება ხომ არ იტყუება. ჩვენმა ხელისუფლებამ ბრძანა, ხალხს რომ უჭირს და მძიმე სიტუაცია გვაქვს, ყველასთან ვვაჭრობთო. ხორბალიც გვინდა და პურიც, სამწუხაროდ, ჩვენ თვითკმარობა არ გვაქვს. დაგვეხმაროს დასავლეთი, უკრაინაში რომ იმდენ ფულს დებს. თუ ჩვენც პარტნიორები ვართ, დაგვეხმაროს და მათგან ვიყიდით. რასაც რუსეთს ვუხდით ფულს, დანამატი რაც იქნება, თვითონ გადაიხადონ და მათგან ვიყიდით,-განაცხადა მეუფე იაკობმა.