პრემიერის მანიპულაციები რუსეთთან ფრენების გასამართლებლად - TI-ის ანგარიში

22.05.23 15:13
პრემიერის მანიპულაციები რუსეთთან ფრენების გასამართლებლად - TI-ის ანგარიში

ირაკლი ღარიბაშვილის მანიპულაციური განცხადებები რუსეთთან ფრენების აღდგენის გაასამართლებლად -  "საერთაშორისო გამჭვირვალობამ"  შეისწავლა და გააარკვია, რომ საქართველოს მთავრობის მეთაურს მოსალხეობა შეცდომაში სისტემატურად შეჰყავს. საუბარია პრემიერის განცხადებებზე, რომლის თანახმადაც,  ევროკავშირი საქართველოს რუსეთთან ვაჭრობას უკრძალავს.

ანგარიშის თანახმად, მანიპულაციურია სანქციებზე ინტერვიუებიც. დოკუემნტში ხაზგასმულია, რომ საქართველოს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არავინ სთხოვს, ჩვენს ქვეყანას მხოლოდ  რუსეთისთვის დაწესებული შეზღუდვებთან შეერთებას სთხოვენ. 

11 მაისს საქართველოს პრემიერ მინისტრი რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო არსებულ პროტესტს ანტიდასავლური რიტორიკით გამოეხმაურა. განცხადების მთავარი პათოსი იყო, რომ მაშინ როდესაც ევროკავშირი თავად ვაჭრობს რუსეთთან, უსამართლოა საქართველოს მიმართ მოწოდება შეწყვიტოს მასთან ეკონომიკური ურთიერთობები. თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირი არ მოუწოდებს საქართველოს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შეწყვეტისკენ. ევროკავშირის მოწოდებაა, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საავიაციო სექტორში არსებულ სანქციებს შეუერთდეს, რადგან საქართველო არ გახდეს რუსეთზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ადგილი, რისი ალბათობაც, ფრენების აღდგენის შემთხვევაში, იზრდება.

ევროკავშირის რუსეთთან ვაჭრობის რიცხვებით მანიპულირება.

ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ევროკავშირი, რომელმაც არ მოიწონა საქართველოს ფრენები, ვაჭრობა და ეკონომიკა რუსეთთან, დღემდე ვაჭრობს რუსეთთან… 2022 წელს საქართველოს ვაჭრობა რუსეთთან 1 მილიარდ დოლარამდე იყო, ხოლო ევროკავშირის  270 მილიარდი დოლარი.“

სიმართლე

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის რუსეთზე სავაჭრო დამოკიდებულება 3-ჯერ შემცირდა, საქართველოს რუსეთზე სავაჭრო დამოკიდებულება კი 1.5-ჯერ გაიზარდა.

აქცენტის გაკეთება იმაზე, რომ ევროკავშირს რუსეთთან გაცილებით დიდი სავაჭრო ბრუნვა აქვს, ვიდრე საქართველოს, მანიპულირებაა, რადგან ევროკავშირის ეკონომიკა არის 20 ტრილიონ დოლარამდე და მასში ვაჭრობის მცირე წილიც კი მაღალი რიცხვი გამოდის.

თუ გვაინტერესებს, ომის დაწყების შემდეგ, როგორ შეიცვალა ევროკავშირის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, შედარება უნდა გაკეთდეს იმის მიხედვით, თუ რა წილი უჭირავს ევროკავშირის და საქართველოს საგარეო ვაჭრობაში რუსეთს და რა გააკეთეს ამ წილების შესამცირებლად. 2021 წელთან შედარებით ევროკავშირმა რუსეთში ექსპორტის 49% და რუსეთიდან იმპორტის 58% დაასანქცირა. საქართველოს მთავრობას არაფერი გაუკეთებია რუსეთთან ვაჭრობის შესამცირებლად.

ვრცლად იხილეთ აქ.