ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო რუსეთის გავლენის ქვეშ მოექცეს - ეკა გიგაური
არასამთავრობო ორგანზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური პრემიერ მინისტრს ანტიდასავლურ და მანიპულაციურ განცხადებების გაკეთებაში ამხელს. გიგაურის თქმით, ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობების დასათბობად ყველაფერს აკეთებს და ფრენების აღდგენა ქვეყნის რუსეთიზაციის მხოლოდ დასაწყისია.
ვისმენთ მანიპულაციურ განცხადებებს საქართველოს მთავრობის მხრიდან და განსაკუთრებით, პრემიერ-მინისტრის მხრიდან, იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს რუსეთთან ფრენების აღდგენა და მათთან ეკონომიკური კავშირები არის ნორმალური რომ და ასევე ეს ხდება ევროკავშირის სახელმწიფოებთანაც რუსეთის მხრიდან, რაც არის აბსოლუტური მანიპულაცია და ტყუილი. ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ დათბეს ურთიერთობა რუსეთთან, საქართველო მოექცეს რუსეთის გავლენის ქვეშ. ისინი გვეუბნებიან, რომ ეს ადამიანები, რომლებმაც გასცეს ბრძანება, რომ დაიხოცნონ ჩვენი თანამოქალაქეები, ეს ადამიანები ჩვენ აღვიქვათ სტუმრებათ. როდესაც ასეთი დამოკიდებულებაა ხელისუფლების მხრიდან, ცხადია, რომ ყველაფერია მოსალოდნელი და ეს ფრენების აღდგენა არის მხოლოდ დასაწყისი, - ამბობს გიგაური.